fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: ბუღალტერმა კლიენტის მიერ გადახდილი 30, 000 ევრო მიითვისა

ლარისას სასამართლომ ბუღალტერს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მან კლიენტის მიერ გადახდილი თანხა, 30, 000 ევროზე მეტი მიითვისა.

კერძოდ, ერთ-ერთ სილამაზის სალონში მომუშავე 43 წლის სტილისტი ბუღალტრის კლიენტი იყო, რომელთანაც IKA-სა და საგადასახადო სამსახურში გადასახდელი თანხა მიჰქონდა. ყველაფერი მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც 2013 წელს სტილისტი IKA-ს ჯანმრთელობის პრობლემის გამო დაუკავშირდა და აღმოაჩინა, რომ მას მკურნალობას ვერ დაუფინანსებდნენ, რადგან მომსახურების საფასური არცერთხელ ჰქონდა გადახდილი.

შემდეგი გამოძიებით, დადგინდა, რომ მის მიერ მიტანილი თანხა შესამაბის სამსახურში 10 წლის მანძილზე არ ირიცხებოდა და ბუღალტერი თავად ითვისებდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სტილისტი თავად იყო აღნიშნული კომპანიების მოვალე.

მან სარჩელი შეიტანა. პროკურატურამ გაარკვია, რომ ბუღალტერმა 2002 წლიდან 2013 წლის ჩათვლით 30, 000 ევროზე მეტი მიითვისა. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, მსჯავრდებულმა განაჩენი გაასაჩივრა.

onalem

ტესტ