fbpx
ემიგრაციული სიახლეები

როგორც იქნა: ბერძენმა ექიმმა აღიარა ქართველი ქალბატონის მკვლელობა სალონიკში

“ხელებში შემომაკვდა, შემეშინდა და მისი სხეული გადავმალე”

დღეს როგორც ჩანს ბერძენმა ექიმმა რომელიც თესალონიკის იპოკრატიოს საავადმყოფოში მუშაობდა აღიარა ქართველი ქალბატონის, სამი შვილის დედის მვკლელობა.

მან აღიარა რომ, ოპერაციის დროს ქართველი ქალბატონი გარდაიცვალა, და მისი გარდაცვალება გამოწვეული იყო ანესთიზიის მიერ რომელიც თვითონ, ექიმმა გაუკეთა. ასევე თქვა რომ მისი სხეული ხალკიდიკის ერთ-ერთ ტერიტორიულ ადგილას დამალა და ეს იმიტომ ჩაიდინა რომ პანიკაში და შიშში იყო.

ექიმი ამბობს რომ კი, ეს მვლელობაა თუმცა მას ეს არ უნდოდა და ჩანაფიქრში არ ქონდა მისი მკვლელობა.

აღიარების შემდეგ, პოლიციელებმა იგი ციხეში გადაიყვანეს.