fbpx
საზოგადოება

რას ამბობენ ექსპერტები 22 წლის სტუდენტზე, რომელმაც შვილი გადააგდო?!

ნეა სმირნიში რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შოკში ჩააგდო და ამავე დროს ადამიანებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ზოგიერთი სასტიკად გმობს 22 წლის ახალგაზრდის ქმედებას, ხოლო ზოგი მის გამართლებას ცდილობს. ფსიქოლოგებმა და ექსპერტებმა შემთხვევა განიხილეს და გოგონას მდგომარეობაზე საუბრობენ.

“ნამდვილად სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქმედება ნამდვილად აღმაშფოთებელია და მორალს ეწინააღმდეგება, ამბობს ალექსანდრა კაპატუ, მაგრამ მე ბევრი კითხვა მაქვს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ მომენტს, რომ გოგონა ორსულობას მთელი 9 თვის მანძილზე მალავდა და ეს ვერავინ შენიშნა. ის დედასთან ერთად ცხოვრობდა და ეს მანაც კი ვერ შენიშნა. როგორც ის ამბობს, არც მამასთან ჰქონია ურთიერთობა, ხოლო ბავშვის მამამ მიატოვა. მან ვერც მეგობარს გაუმხილა რაიმე. წარმოგიდგენიათ თუ რას გრძნობდა ის მთელი ამ დროის მანძილზე, როცა ამ საიდუმლოს მხოლოდ თავისთვის ატარებდა. რა ფიქრებში იყო, წარმოგიდგენიათ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა?

მას უდაოდ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მაგრამ არის ის საკუთარი ცხოვრების მსხვერპლი?! ეს უდიდესი სოციალური პრობლემაა, მას დახმარება სჭირდება. მან უდიდეს სტრესი მიიღო და სწორედ ამან იმოქმედა მის გადაწყვეტილებაზე.”

“არასასურველი ორსულობა ასეთ ასაკში ბევრ ფსიქოლოგიურ და ჯანმრთელობის პრობლემას იწვევს,” აცხადებს გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი. ამ დროს შიში იმდენად ძლიერი ფაქტორია, რომ ისინი საკუთარ მდგომარეობას ვერც კი აცნობიერებენ. შიში ცუდი მრჩეველია. ისინი ფიქრობენ რომ ამ სამყაროში მარტონი არიან და ეს სამყარო საბოლოოდ შთანთქავს მათ.”

onalem

ტესტ