fbpx
კრიმინალი

მორიგი ყაჩაღობა – ამჯერად კოსმეტიკური კომპანია Apivita

საბერძნეთის პოლიცია ქურდობის წინააღმდეგ საბრძოლო მზადყოფნაშია. ბოლო თვეების მანძილზე საგრძნობლად იმატა ყაჩაღობისა და ქურდობის ფაქტებმა. ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც მომდევნო რამდენიმე დღეში უნდა გამოქვეყნდეს, აღნიშნული ფაქტების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს გასულ წელს დაფიქსირდა.

ამჯერად, 21 აპრილს კოსმეტიკური კომპანია Apivita გაქურდეს, ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ხოლო, 20 აპრილს კი, უცნობი მძარცველები ფარმაცევტულ კომპანია  Famar-ში შეიჭრნენ. 5-მა დამნაშავემ სეიფის გაუქრდვამდე მოახერხa კომპანიის დაცვის ადგილიდან მოშორება და გასაქცევად დროც დარჩათ.

მთავარმა ოფიცერმა ათენი-მაკედონიის საინფორმაციო სააგენტოს გაუცხადა, რომ მძარცველებს მიზანში მხოლოდ მსხვილი კომპანიის სეიფები აქვთ ამოღებული. ვარაუდობენ, რომ სამი მათგანი აღმოსავლეთ ევროპელია, ხოლო ორი ბერძნული წარმომავლობის.

პოლიცია შეშფოთებულია შეიარაღებული ძარცვის ფაქტებით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ 70 წლის ექიმი საკუთარ სახლში მოკლეს. კრიმინალების რაოდენობა საგანგაშო ხდება.

onalem

ტესტ