fbpx
საზოგადოება

“მკვდარი” ათენი – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ხვალ?!

ხვალ, 30 მაისს, ათენში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაფიცვას აცხადებენ. ტროლეიბუსები და ავტობუსები განსხვავებული რეჟიმით იმუშავებენ.

კერძოდ, ხვალ, ოთხშაბათს ავტობუსები და ტროლეიბუსები იმუშავებენ დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.

24 საათიან გაფიცვას აცხადებენ გარეუბნის მატარებლების მძღოლები.

ასევე, ხვალ არ იმუშავებს მეტროს ხაზი დუკისის პლაკენტიას – აეროპორტი.

ხვალ ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს ელექტრო მატარებელი (ტრენო).

 

რაც შეეხება, ხუთშაბათს, 31 მაისს, ავტობუსები და ტროლეიბუსები 24 საათის მანძილზე არ იმუშავებენ.

ელექტრო მატარებელი (ტრენო) იმუშავებს დილის 08:00 საათიდან.

 

 

 

onalem

ტესტ