fbpx
პოლიტიკა

მიცოტაკისი საბერძნეთს გადასახადების შემცირებას ჰპირდება

მიცოტაკისმა ხაზი გაუსვა თავის გეგმებს: იმ შემთხვევაში, თუ ის ხელისუფლებაში მოვა, შემცირდება გადასახადები.

Skai-ს რადიოსთან საუბარში ოპოზიციურმა ლიდერმა თქვა, რომ მისი მიზანია საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე 29%-იდან 20%-მდე შემცირება.

ასევე დაადასტურა, რომ აპირებს შეამციროს დამატებითი ღირებულების და ქონებრივი გადასახადი ENFIA.

კითხვაზე, იქნება თუ არა დასაქმება საჯარო სექტორში, მან განაცხადა, რომ შენარჩუნდება დღეს არსებული თანაფარდობის სქემა: ყოველ 5 გათავისუფლებულ თანამშრომელზე მიიღება 1 ახალი თანამშრომელი.

”ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების დასაქმებაზე.

  კონსერვატიული პარტია არ დანებდება და აუცილებლად დაამარცხებს ოპონენტს: ალექსის ციპრასს, რომელიც 2015 წლის სექტემბერში ხალხს 12,5 მილიარს ევროს დაჰპირდა გრანტების, სახით, მაგრამ 12 მილიარდი ევრო დანაზოგებიდან აიღო.”

onalem

ტესტ