fbpx
ბუნებრივი კატასტროფები

მესამე დღეს კითირაში ხანძარმა 15,000 ჰექტარზე მეტი გაანადგურა

უკვე მესამე დღეა კითირაში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულის ხელისუფლება იძულებული გახდა საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა, მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო.

ამჟამად ალი კუნძულის სამხრეთით არის, თუმცა ქარის მიმართულების ცვლილებების გამო, შესაძლოა სიტუაციაც შეიცვალოს. ცეცხლის ჩაქრობას მთელი საბერძნეთიდან გაგზავნილი უამრავი ძლიერი მეხანძრე ცდილობს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ დასახლებულ ტერიტორიებს საფრთხე არ შეექმნას. როგორც ცნობილია, არსებობს პრობლემები წყლისა და ელექტრო ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამწვარია 15,000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი და მცენარეული საფარი. არსებობს შანსები, რომ ხანძარი ისევ გაძლიერდეს.

გუშინ ორი სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. კუნძულზე არსებობს ტურისტული მიმოსვლის პრობლემა.

ხანძართან ბრძოლაში ჩართულია 84 მეხანძრე, 30 სახანძრო მანქანა, 83 მოხალისე, ორი ვერტმფრენი და 1 თვითმფირნავი. აღსანიშნავია, რომ გუშინ ერთ-ერთი მეხანძრე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ცეცხლის ჩასაქრობად ყველაფერი უნდა გაკეთდეს  და ის მზადაა, მომავალში კითირას ინფრასტრუქტურის აღსადგენად კუნძული ყველა მხრივ უზრუნველყოს.

onalem

ტესტ