fbpx
ბუნებრივი კატასტროფები

ზაკინთო: თვითმხილველები კლდის ჩამოშლას “ბიბლიურ წარღვნას” უწოდებენ

7 ადამიანი დაშავდა გუშინ ნავაგიოს სანაპიროზე, ზაქინთოსში მომხდარი კლდის ჩამოშლის შედეგად. საბედნიეროდ, დაშავებულებს, გარდა ერთისა, არ ჰქონდათ მძიმე სახის დაზიანება და ამ დროისათვის, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

imerazante.gr საუბრობს სანაპიროზე მომხდარ ინციდენტზე და გვთავაზობს დაზარალებულთა მონათხრობს:

“10:30 საათზე მოვედით სანაპიროზე, ვიცურავეთ და 15 წუთის შემდეგ ჩვენს ნავში ჩავსხედით, როდესაც მოულოდნელად, დავინახეთ, რომ კლდიდან ლოდები ცვიოდა. ჩვენ, სულ რაღაც, 20 მეტრით ვიყავით დაშორებული. სანამ ყველაფერს გავაანალიზებდით, მეორე კლდემ დაიწყო ჩამოშლა, ლოდები პირდაპირ წყალში ცვიოდა. ჩვენ გადავხტით და დავინახეთ მეორე, ჩვენი მსგავსი ნავი, რომელიც პირდაპირ ჰაერში აეტყორცნა მეწყერისგან აზვირთებულ ტალღებს. იმ ნავში იმყოფებოდა ოჯახი ჩეხეთიდან. სულ 4 ადამიანი იყო. დავინახეთ რომ ერთ-ერთი მათგანი ქალბატონი დასისხლიანებული იყო და შველას ითხოვდა. ჩვენთან ერთად პორტო გროსში წავიყავნეთ ისინი, საიდანაც საავადმყოფოში მივედით” – განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

სპიროს კანდილასი, გემის კაპიტანი, რომელიც იმ დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მომხდარ სურათს “ბიბლიურ წარღვნას” ადარებს და ამბობს, რომ ტალღების ამგვარი აზვირთება, 2 ნავის გადატრიალება და ტურისტების დაშავება კლდის 3 ძირითადი ნაწილის ჩამოშლამ გამოიწვია. საშინელი სანახაობა იყო, როგორ აბობოქრდნენ ტალღები, ხალხი ყვიროდა, ერთმანეთს ეძებდა, საშველად უხმობდა, სწორედ რომ ბიბლიური წარღვნას ჰგავდა ეს ყველაფერი”.

 

 

onalem

ტესტ