fbpx
კრიმინალი

მძიმედ დაჭრილი 52 წლის ბიზნესმენის საქმე: ვის ეძებს საბერძნეთის პოლიცია?!

გუშინ მომხდარ გახმაურებულ საქმეზე პოლიცია გამოძიებას აგრძელებს. 52 წლის ბიზნესმენს ორი ტყვია ესროლეს, მისი მეუღლე გადარჩა, თუმცა, შოკური მდგომარეობის გამო, ოფიციალური ჩვენებები მასა და მის 18 წლის ვაჟს ჯერ კიდევ არ მიუციათ. რა ხელჩასაჭიდი აქვს საბერძნეთის პოლიციას?!

როგორც ცნობილი ხდება, პოლიცია ეძებს ორ ქურდს, რომელიც ჩრდილოეთ გარეუბნებს ესხმიან თავს. როგორც ბიზნესმენის მეუღლე აღნიშნავს, ისინი კარგად იყვნენ შენიღბულები, რის გამოც, ცხადია, მათ სახეების ამოცნობა შეუძლებელია, თუმცა, ლაბორატორიაში გადაგზავნილია ტყვიები, რომლებსაც შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდებათ და პოლიცია შედეგებზე დაყრდნობით რაიმე დასკვნებს გააკეთებს.

ასევე არსებობს ვარაუდი, რომ ქურდები ციხიდან ახლახანს გათავისუფლებულები არიან. რაც შეეხება მათ ეროვნებას, როგორც ჩვენებებიდან ირკვევა, ისინი კარგად საუბრობდნენ ბერძნულად, თუმცა, პოლიცია აცხადებს, რომ ეს არ გამორიცხავს ფაქტს, რომ ისინი იყვნენ უცხოელები, რომლებიც, უბრალოდ, ძალიან კარგად ფლობენ ბერძნულ ენას.

მძარცველებმა კარგად იცოდნენ, როდის იყო ოჯახი სახლში, ასევე იცოდნენ, რომ იქ არ იყო დამონტაჟებული კამერები და სიგნალიზაცია. ფაქტობრივად, მათ უნდოდათ შესულიყვნენ სახლში მაშინ, როცა ბიზნესმენი იქ იქნებოდა და მისთვის მუქარის ფონზე წართმიათ თანხა.

ოფიცრები დარწმუნებულნი არიან, რომ ქურდებმა აღნიშნული სახლი შემთხვევით არ შეარჩიეს. მათ წინასწარ აქვთ შეგროვებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

onalem

ტესტ