კორფუ: 3 ახალგაზრდა საშინელ ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა

ინციდენტი კვირას, კუნძულ კორფუზე მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბართან მოხდა, სადაც სამი ახალაგზრდა გასართობად იყო მისული, ამ დროს ბარი დაკეტილი იყო და გარეთ, მის მიმდებარე ტერიტორიაზე ისხდნენ.

ისინი უდარდელად საუბრობდნენ, როდესაც დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ტროტუარზე ავიდა და ბარის შენობას შეეჯახა.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, ორი გოგონა და ერთი ბიჭი ნამდვილად სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

მანქანის 36 მძღოლს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

სამი ახალგაზრდა, რომლებიც, სავარაუდოდ, ტურისტები არიან, ძალიან რთულად დაივიწყებს ამ საშინელ გამოცდილებას.

იხილეთ ვიდეო:

melano

ტესტ