დღეს ვულაში იანის მაკრის პანაშვიდი გაიმართა – ვიქტორიას თამთამაც მიუსამძიმრა

46 წლის ბიზნესმენს, იანის მაკრის, რომელიც გასულ ოთხშაბათს ვულაში მოკლედ, დღეს ოჯახის წევრები და მეგობრები უკანასკნელად გამოემშვიდობნენ.

პანაშვიდი ვულაში, წმინდა ანასტასიოს კეფალას სახელობის ეკლესიაში გაიმართა. გარდაცვლილს ავსტრალიაში, მის სამშობლოში დაკრძალავენ.

ეკლესიაში, ვიქტორია კარიდი შვილებთან ერთად მივდა.  “My Style Rocks”-ის მონაწილემ მეუღლის მკვლელობის ამბავი მაშინ გაიგო, როდესაც პოდიუმზე იმყოფებოდა.

ვიქტორია ეკლესიის შესასვლელის ბოლო საფეხურზე შეჩერდა, იგი კანკალებდა, გზის გაგრძელება არ შეეძლო. სწორედ ამ დროს,  ოჯახის ახლო მეგობარმა მიირბინა მასთან დასახმარებლად.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, იანის მაკრის მეგობრებმა და კომპანიონებმა მისი კუბო ტაძრის გარეთ გამოასვენეს.

პოლიცია იანის მაკრის მკვლელობის საქმეს ინტენსიურად იძიებს. გამომძიებლები პასუხებს მიკონოსზე და სანაპიროებზე არსებულ ბიზნესებში ეძებენ.

ანალიტიკოსთა განცხადებით, «Αυστραλού»-ის გახსნა მიკონოსის ერთ-ერთ სანაპიროზე “ზოგიერთებს” ხელს არ აძლევდა. ამიტომაც გადაწყვიტეს, იანის მაკრი რუკიდან მთლიანად წაეშალათ.

ამავდროულად, გამოძიების მიზნით, პოლიცია იანის მაკრის, მისი ცოლის, ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების საბანკო ანგარიშებს ამოწმებს, რათა აღმოაჩინონ რაიმე მოტივი, რის გამოც მაფია ასე სასტიკად გაუსწორდა 46 წლის ბიზნესმენს.

 

melano

ტესტ