fbpx
ემიგრაციული სიახლეები

David Hairstyle: გაიცანით ათენში მოღვაწე ქართველი თმის სტილისტი

მოკლედ, მინდა გაგაცნოთ ათენში მცხოვრები ნიჭიერი, დახვეწილი, წარმატებული და თანამედროვე შემოქმედი, სტილისტი, რომელიც ქალების გალამაზებასა და მათ მომხიბვლელობაზე ზრუნავს.
ეს არის “დავიდი” 17 წლიანი გამოცდილებით. ჩამოყალიბებული პროფესიონალი, რომელიც მთელ თავის ძალებს, ენერგიასა და ცოდნას არ იშურებს, რათა რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვალოს ქალი და სულ სხვა იერით წარმოგვიდგინოს დღევანდელ რეალობაში.
“დავიდი” მუშაობს თანამედროვე და რეტრო სტილში. ათენში გადასვლამდე “დავიდმა” საქართველოში დაიმკვიდრა თავი. მას ყოველთვის და ყველგან პრესტიჟულ სალონებში უწევს მუშაობა, სადაც მომხმარებელი საკმაოდ დახვეწილი, გემოვნებიანი და “ელიტ” საზოგადოებაა.
აღსანიშნავია, ისიც რომ იგი “ზოი ლასკარის” თეატრის ცნობილ მსახიობებს, მომღერლებს, მოცეკვავეებსა და ცნობად სახეებს ემსახურება.
იგი ასევე მხარს უჭერს ქართველ ორგანიზატორებს ათენში და მომღელების თუ მსახიობების ათენში ვიზიტის დროს ზრუნავს მათ სილამაზეზე წლების წინ მან “ველას” და “ლორეალის” სემინარები გაიარა და ძირითადად ამ პროდუქციაზე უწევს მუშაობა. “დავიდი” მუდმივად ძიების პროცესშია, იღწვის კვალიფიკაციის ამაღლებისკენ, ამჟამადაც არაორდინალურ სტილს ეძებს. მას ხიბლავს ჰარმონია, თავისუფლება და უსაზღვრო შემოქმედებითი წვა.

კონტაქტი: 693 2017666, 699 8222204
იმეილი: davidhairstyle29@gmail.com
საიტი: www.davidhairstyle.com
Facebook გვერდი: www.facebook.com/davidhairstyle29


ნახეთ მისი ნამუშევრები: