დაფნი: მატარებლის რელსებში მამაკაცი ჩავარდა

დაფნის მეტროსადგურში რამდენიმე წუთის წინ სახანძრო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. უცნობი მამაკაცი მატარებლის რელსებში ჩავარდა.

ელინიკოს ხაზის სადგურში სახანძროს და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ერთად ცდილობდნენ მამაკაცის ზემოთ ამოყვანას.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩავარდნილი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო და მეხანძრეებს არ პასუხობდა.

ჯერჯერობით უცნობია, იყო ეს უბედური შემთხვევა, თუ თვითმკვლელობის მცდელობა.

დაფნის მეტროსადგურიდან მგზავრების ევაკუაცია მოხდა, შესაბამისად, შეცვლილია მარშრუტიც.

melano

ტესტ