fbpx
ემიგრაციული სიახლეები

BBC: მიგრანტების საშინელი ცხოვრება და იმედები პატრასში

ბრიტანული BBC ბერძნულ ქალაქ პატრასს ეწვია, საიდანაც გემები რეგულარულად გადიან იტალიის მიმართულებით. ჟურნალისტები 17 წლის მიგრანტს ესაუბრნენ, რომელიც ქალაქის მიტოვებულ ქარხანაში, სხვებთან ერთად, 7 თვეა ცხოვრობს. ისინი უკეთესი ცხოვრების მაძიებლები არიან. ამ ხალხის ბარგს მხოლოდ უშიშარი გული, რწმენა და იმედი წარმოადგენს.

მუსტაფამ რამდენჯერმე სცადა საბერძნეთი დაეტოვებინა და იტალიაში გადასულიყო, თუმცა უშედეგოდ. მან ჟურნალისტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და უთხრა, თუ როგორი საშინელი და რთული ცხოვრება აქვს ქარხანაში, სანამ იტალიაში შეაღწევს.

სურათები, რომლებსაც ბრიტანული ტელევიზია აქვეყნებს, ნამდვილად შოკისმომგვრელია. 17 წლის ბიჭი კი ყვება, რომ მათ ელექტრო ენერგია საერთოდ არ აქვთ, იატაკზე სძინავთ, სადაც საშინელი სიბინძურეა და როდესაც ცივა, ბევრი ახალგაზრდა ძალიან ცუდად ხდება.

ასეთ პირობებში მიგრანტებისა და ლტოლვილების ერთადერთ იმედად რჩება გემები, რომლებიც იტალიაში მიდიან, რადგან ეს მათთვის ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში შეღწევის საშუალებაა.

მუსტაფა იტალიაში ჩასვლის ერთ-ერთი მცდელობისას დააკავეს და საბერძნეთში დააბრუნეს.

”ძალიან ძნელია, როდესაც ცდილობ, რომ პოლიციას მოერიდო. არის რისკი, რომ დავშავდები, მაგრამ მე ისევ და ისევ ვეცდები. თუ გაქვს შანსი, შეგიძლია ცხოვრება 1 დღეში შეცვალო. მაგრამ თუ არ გაქვს, მაშინ ასეთ პირობებში გიწევს ცხოვრება. მე საფრთხე არ მადარდებს და მხოლოდ წარმატებასა და შანსებზე ვფიქრობ,” ამბობს 17 წლის მიგრანტი ბიჭი.

onalem

ტესტ