fbpx
ემიგრაციული სიახლეები

“არა მარიხუანას ლეგალიზაციას ! ” – ხვალ ემიგრანტები ათენიდან ხელისუფლებას მიმართავენ!

“ხვალ , 16 სექტემბერს, 14:00 საათზე ათენში, ახარნონის ქუჩაზე, წმინდა პანტელეიმონის ტაძართან, სადაც ყოველთვიურად ქართულ ენაზე ღვთისმსახურება აღევლინება, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად შეიკრიბებიან.” – განაცხადა GEORGIANS.GR -თან ავთანდილ გიუნაშვილმა.

მისი განცხადებით: “ემიგრანტების დიდი ნაწილი შეშფოთებულია წარდგენილი კანონპროექტით და საქართველოს ეკლესიის პოზიციის მხარდასაჭერად მზად არიან მშვიდობიანი პოზიცია დააფიქსირონ და საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ხელისუფლებას მიაწვდინონ საკუთარი ხმა, რათა ხელისუფლებამ არ დაუშვას მათი, საქართველოში მყოფი შვილებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.”

შეკრებაზე წარმოდგენილი მოსაზრებების მიხედვით შექმნილ დოკუმენტს და მიმართვას, ემიგრანტები ხელმოწერების შემდგომ, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას წარუდგენენ.

onalem

ტესტ