fbpx
ემიგრაციული სიახლეები

თესალონიკში ახალ ვიცე-კონსულად კარლო ჩხაიძე დაინიშნა

ქალაქ თესალონიკში ახალ ვიცე-კონსულად ბატონი კარლო ჩხაიძე დაინიშნა და ის საკუთარი მოვალეობების შესრულებას უკვე შეუდგა.

სასიხარულოა მისი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამართონ მასთან შეხვედრები ყოველდღიურად, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, რომლის ფარგლებშიც მიეცემათ საშუალება, გარდა საკონსულო მომსახურებებთან დაკავშირებული საკითხებისა, განიხილონ მათთვის პრობლემატური თემებიც.

ამას გარდა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მომდევნო სამშაბათს, 14 ნოემბერს, 16:00 საათზე, თესალონიკის ოლქში მყოფ დიასპორულ ორგანიზაციებსა და ემიგრანტებს გენარლური საკონსულო იწვევს ახლად დანიშნული ვიცე-კონსულის კარლო ჩხაიძის გაცნობით შეხვედრაზე, სადაც განხილული იქნება სამომავლო პროექტებისა ღონისძიებების განხორციელების საკითხები.

onalem

ტესტ