fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

მინისტრი საბერძნეთის სუპერმარკეტებში ფასების კლებას აკონტროლებს – 5%-იანი კლება 650-ზე მეტ პროდუქტზე

საბერძნეთის განვითარების მინისტრი, კოსტას სკრეკასი დღეს დილით სუპერმარკეტებს ეწვია და პირადად შეამოწმა, რამდენად სტაბილურია პროდუქტებზე ფასების კლება. “ფასების მუდმივი შემცირების” პროგრამა, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ შევიდა ძალაში, გულისხმობს ფასების 5%-ით კლებას და როგორც სკრეკასი აცხადებს, არსებულმა ვითარებამ მისთვის მოლოდინს გადააჭარბა.

“პროგრამის მსვლელობა აჭარბებს იმ მოლოდინებს, რომლებიც მთავრობას ჰქონდა პირველ ეტაპზე. ველოდით, რომ ფასები 5%-ით შემცირდებოდა ჯერ მხოლოდ 500-მდე პროდუქტზე, მაგრამ ახლა 650-ზე მეტი პროდუქტთან ვხედავთ სპეციალურ აბრას. 

ცხადია, ეს ყველაფერი არ არის, ჩვენი გეგმა მოიცავს ამ რაოდენობის 1.000-მდე გაზრდას, რათა საერთო ჯამში ოჯახებმა შეღავათი იგრძნონ. როდესაც პროდუქტზე დაინახავთ სპეციალურ აბრას, ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქტებზე ფასი 5%-ით იქნება შემცირებული მინიმუმ მომდევნო 6 თვის მანძილზე. 

ამას გარდა, ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ კონტროლს, რათა გამოვლინდეს სპეკულაციების შემთხვევები. მომწოდებლებს ვთხოვთ, რომ სტაბილურად და პერმანენტულად შეამცირონ ფასები პროდუქტებზე და ნუ მიმართავენ საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით, ფასების თაღლითური ზრდის მეთოდს, რადგან ჯარიმები ძალიან მკაცრი იქნება,” ამბობს სკრეკასი.

onalem

ტესტ