fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

94.000 ქირით მცხოვრებს საბერძნეთში განაცხადი დაუკმაყოფილდა – მიიღეთ თანხა თქვენც!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ქირით მაცხოვრებელი მოსახლეობის განაცხადების დაკმაყოფილება უკვე დაიწყო. სულ შესულია 230.000 განაცხადი, რომლითაც ბენეფიციარები სახელწიფოსგან ქირის დასაფარად თვეში 70-დან 210 ევრომდე მიიღებენ.

აღნიშნული რაოდენობიდან 94.000 ოჯახმა განაცხადზე თანხმობა მიიღო და თანხის დარიცხვა განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, ნელ-ნელა დაიწყება.

პროგრამა უკვე ერთი კვირაა ამოქმედდა და როგორც სოციალური უსაფრთხოების და სოლიდარობის მინისტრი იტყობინება, გეგმაში 260.000 ოჯახია, რომელთაც თანხა ყოველთვიურად გადაეცემათ.

ქირის თანხის მისაღებად განაცხადები უნდა შეავსოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.epidomastegasis.gr

როგორც დიმიტრის კარელასი აცხადებს, 22 აპრილს თანხების დარიცხვა პირველ ეტაპზე დაკმაყოფილებული განაცხადების პატრონებისთვის დაიწყება და პროცესი ნელ-ნელა გაგრძელდება.

 

 

onalem

ტესტ