fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ავტობუსით მგზავრობა საქართველოდან საბერძნეთში და შემოსვლა საბერძნეთის საზღვრებს შიგნით

გვწერს ქალბატონი მანანა, რომელიც კვირას, 16 ივლისს წამოვიდა თბილისიდან ათენის მიმართულებით ერთ-ერთი ქართული ტურით:

“მოგესალმებით georgians.gr – მინდა ჩემი გუშინდელი გამოცდილება გაგიზიაროთ საქართველოდან საბერძნეთში ავტობუსით ჩამოსვლის თაობაზე. მოკლედ, გადავწყვიტე რომ ჩემს დას, რომელიც 9 წელია რაც საბერძნეთში ცხოვრობს, ვეწყვიო და მასთან ერთი თვით დავრჩე. როდესაც უნდა გადამეწყვიტა რითი წამოვიდოდი, თვითმფრინავით თუ ავტობუსით, აუტობუსი ვარჩიე რადგან, თვითმფრინავის ბილეთი (წინ და უკან) 350 ევრო ღირდა ბარგის გარეშე.. მე კი ორი დიდი ჩანთა მქონდა. შესაბამისად, ჩემთვის დიდი თანხა იყო.

გადავწყვიტე აუტობუსით ჩამოსვლა. სანამ წამოვიდოდი, წაკითხული მქონდა თქვენთს საიტზე რომ, რამოდენიმე ქართველი უკვე გამობრუნებული იყო საბერძნეთის საზღვრიდან, კომენტარებშიც წავიკითხე რომ ერთ-ერთი ბერძენი მესაზღვრე რასისტია და გაქვს თუ არა მწყობრში საბუთები (ლაპარაკია უვიზო რეჟიმზე) შეიძლება მაინც უარი გითხრას შემოსვლაზე. შესაბამისად, შეშფოთებული ვიყავი. მოკლედ, დის რჩევის შემდეგ, შევისყიდე “ნუგზარ ტურის” ბილეთი ორთაჭალაში.

შესყიდვის დროს, კომპანიის პერსონელმა მითხრა რომ შემეძლო ამ კვირას (16 ივლისს) წამოსვლა და იყო დარჩენილი ადგილები. რაც მოხდა. კვირას წამოვედით, გუშინ კი, (17 ივლისს) უკვე თურქეთ-საბერძნეთის საზღარზე ვიყავით სადაც უნდა ენახათ ბერძენ მესაზღვრეებს ჩვენი საბუთები. აუტობუსში 58 ადამიანი იყო. 58 ადამიანიდან 57 ადამიანი უპრობლემოთ შემოვიდა (ჩემის ჩათვლით) საბერძნეთის ტერიტორიაზე. ქალბატონს რომელსაც უარი უთხრეს შემოსვლაზე, სერიოზული პრობლემა ქონდა მის საბუთებთან დაკავშირებით. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა იმას რომ, აღნიშნული კომპანიის უფროსიც საზღვარზე იყო, და თავზე გვედგა, რათა არავითარი პრობლემა არ გვქონოდა. მან, მაქსიმალურად შეეცადა მესაზღვრეებთან მოლაპარაკებას გაბრუნებულ ქალბატონის თაობაზე, თუმცა ჩანდა რომ მას სერიოზული პრობლემა ქონდეს მის საბუთებზე და მესაზღვრეები უარზე იყვნენ.

ასე რომ, 58 ადამიანიდან, 57 ადამიანი საბერძნეთში ვართ.. ზოგი ტურისტული მიზნებით, ზოზი საბუთიანები რომლებიც აქ ცხოვრობენ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნუგზარ ტურს და მის უფროსს რადგან მართლა არ მოველოდი რომ იქ, ის კაცი საზღვარზე იქნებოდა (აქ მცხოვრებმა ემიგრანტებმა მითხრეს რომ ის ყოველ კვირას იქ არის, როდესაც მისი ავტობუსი საბერძნეთის საზღვარზე შემოდის).  

მოკლედ..თუ მოდიხართ მოწვევით ვიზის გარეშე და თქვენი საბუთები მწყობრშია, მიმაჩნია რომ არავითარი პრობლემა არ გექნებათ”

ვუსაც ნუგზარ ტურის ნომერი გაინტერესებთ: 210 5233205