fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაზოგადოება

ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს

ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს. ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს გერმანიისა და საბერძნეთის სასაზღვრო პოლიციამ 16 აგვისტოს, თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფსა და ათენში) გადასცა. საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგში ჩართული იყო სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

“დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა. დადებითად უნდა აღინიშნოს მიგრანტებისათვის თვითმფრინავის ბორტზე საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კვლავ პრობლემად რჩება დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კონტაქტის უზრუნველყოფა” – აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.

onalem

ტესტ