fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთი ომონიის ტერიტორიას საქართველოს გადასცემს

საბერძნეთის პრემიერ მინისტრის, ალექსის ციპრას გადაწყვეტილებით, ათენში მდებარე ომონიის ტერიტორია საქართველოს გადაეცემა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და ინფორმაცია georgians.gr-ზე დაადასტურა.

ალექსის ციპრას დღევანდელი განცხადებით, რომელიც ბერძნულ ტელევიზია ΣΚΑΙ-ში გავრცელდა, ამბობს: “90 წლებში რომ გაგევლო ომონიისკენ, იქ ხუთამდე ქართველს დაინახავდი, ეხლა რომ გაიარო, იქ სავარაუდოდ მაქსიმუმ 5 ბერძენს დაინახავ, ისინიც ნარკომნები. ასე რომ, ჩვენი მთავრობა თვლის სწორ ნაბიჯად, ომონიის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიებს შეუერთდეს. გილოცავთ ქართველებო!”

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, რუსთავი ორის მეშვეობით, ალექსის ციპრას დიდი მადლობა გადაუხადა და საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს შემოუთვალა:“ქართველებო, ჩემო თანამემამულენო, პირადად ვიცი როგორ დიდ პატივს სცემთ საქართველოს დღევანდელ მთავრობას. თქვენ ხომ ეკონომიკური მიგრანტები არ ხართ, თქვენ უბრალოდ იმიტომ წახვედით საბერძნეთში რომ მანდ უკეთესი კლიმატია.
ასე რომ, ჩვენმა მთავრობამ, იზრუნა თქვენთვის. ერთის მხრივ, კარგად იცით რომ თქვენი ჩამოსვლა აქ არ გვინდა, მეორეს მხრივ კი, გვინდა რომ ჩვენი ეკონომიკური რეფორმები გავატაროთ ომონიაზე, რადგან მანდედან, როგორც გავიგეთ ჯაჯანიძის, ნანუკასა და ხოფერიას შოუებში, დიდი თანხები იგზავნება.

ჩვენ მთავრობას, დიდი წვლილი სურს რომ ჩადოს თქვენი თანხების უსაფრთხოდ გადაგზანაში.
დიდი ფიქრის შემდეგ, სიხალურით მინდა გაცნობოთ რომ ომონიის გუბერნატორად დავნიშნავ ქალბატონ თეა წულუკიანს, ხოლო მის მოადგილედ ქალბატონ ეკა ბესელიას. მე ვიცი როგორ პატივს სცემთ ორივე მანდილოსანს.
ასევე მინდა დავამატო და ვთქვა, რომ ომონიიდან ევროს კურსში ვეღარ გამოაგზავნით თანხას, არამედ მხოლოდ ლარის კურსში. აღნიშნული გადაწყვეტილება მე და ბატონმა ბღუჯიამ ქუმსიშვილმა მივიღეთ.”

ბატონმა კვირიკაშვილმა საბერძნეთის პრემიერ მინისტრი საქართველოში, კერძოდ ფასანაურში, ხინკალ-მწვადზე მიიპატიჟა, რაზეც ალექსიმ თანხმობა გამოთქვა.