fbpx
საზოგადოება

ბერძენი დივა მარინელა: ”ბევრჯერ მომშიებია ცხოვრებაში”

ბერძენმა დივამ, მარინელა კვიპროსულ ჟურნალ Down Town-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს: “მე ძალიან ოპტიმისტი ვარ! არ მიყვარს წუწუნი და ჭიქას ნახევრად სავსეს ვხედავ და არა ნახევრად ცარიელს. დილით სულ ღიმილით ვიღვიძებ.”

ყოფილა თუ არა მის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც ძალიან უჭირდა?

“რა თქმა უნდა. თუ გგონიათ, რომ ცხოვრება ყვავილებით მქონდა მორთული, ცდებით. ეს ასე არ არის. ბევრჯერ საჭმელიც არ მქონია და მომშიებია, თუმცა, ყოველთვის ვამბობდი, რომ მომდევნო დღე უკეთესი იქნებოდა ჩემთვის. ჩემს შვილებს და შვილიშვილებს უხარიათ, რომ სულ კარგ ხასიათზე ვარ და სულ ვიღიმი.სახლში ნეგატივი ან დრამა არასოდეს შემიტანია. არ არის საჭირო ჩემ გამო (თუ რამე პრობლემა ან გაჭირვება მაქვს) ჩემი გარშემომყოფებიც იტანჯებოდნენ. რატომ უნდა ვატკინო ჩემს გოგონას, ჩემს სიძეს და ჩემს და-ძმას გული? აზრი არ აქვს.

რაც შეეხება მის დინამიურ პროფილს, ამბობს: “ასეთი დავიბადე. მამაჩემი, დედაჩემი და ჩემი და-ძმა, ყველანი ოპტიმისტები იყვნენ. თუ ოდესმე ერთი დაეცემოდა, დანარჩენები იქ ვიყავით და ნელნელა ვეხმარებოდით წამოდგომაში. ვაჩვენებდით, რომ ჩვენ იქ ვიყავით, მასთან, და პრობლემას ყველა ერთად დავძლევდით.

როცა საჭმელი არ გვქონდა ვამბობდით: “არაუშავს, პური და შაქარი ხომ გვაქვს”, და ეს გვყოფნიდა. ამას სერიოზულად ვამბობ. ასე იყო.

მიმაჩნია, რომ სერიოზული პრობლემა ისაა, რაც ჯანმრთელობას ეხება. დანარჩენი პრობლემები რეალურ პრობლემებად არ მიმაჩნია. “

onalem

ტესტ