ათენის ქუჩებში დამატებით 150 პოლიციელი იმოძრავებს

ჩვენ აღარ შეგვიძლია ამ დამანგრეველი სიტუაციის ატანა,” ნათქვამია განაცხადში, რომელიც საბერძნეთის პოლიციაში შევიდა. ათენში არსებული მდგომარეობის და კრიმინალის რიცხვის გამო, რომელიც დღითიდღე უფრო იზრდება, საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ნიკოს ტოსკასმა სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრა გამართა და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს.

შეხვედრაზე განსახილველი ძირითადი საკითხები იყო ქალაქში მაღაზიების დაცვა და მოქალაქეების მიმართ დესტრუქციული ქცევების აღმოფხვრა. როგორც ცნობილია, ბოლო დღეების მანძილზე ათენში უამრავი სავაჭრო დაწესებულება დააზიანეს და არ წყდება თავდასხმების ტალღა სხვადასხვა უბნებზე, ასევე უკანონო ვაჭრობის ფაქტები.

აქედან გამომდინარე გადაწყდა გამოიყოს პოლიციის 150 თანამშრომელი, რომელიც ათენში განაწილდება და სიტუაციას გააკონტროლებს, ვინაიდან, ოფიცრების ამჟამად არსებული რაოდენობა ვერ უმკლავდება ანტი-ავტორიტარული დაჯგუფებების თავდასხმებს.

პოლიცია მათთვის განკუთვნილ ადგილებში იმოძრავებს ფეხით და შეეცდება დანაშაულის მოხდენის განსაზღვრასა და პრევენციას.

melano

ტესტ