ათენი: გაფიცვის განრიგი ორშაბათს, 14 მაისს!

როგორც ბერძნული საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან, 14 მაისს ათენში, ტრანსპორტის გაფიცვის გამო, დიდი დაძაბულობაა მოსალოდნელი.

ორშაბათს ათენის მეტროს თანამშრომლები 24 საათიან გაფიცვას აცხადებენ, შესაბამისად მეტრო მთელი დღის მანძილზე არ იმუშავებს.

ისინი პერსონალის ნაკლებობას და საჭირო მასალების არ არსებობას აპროტესტებენ, ასევე უყურადღებობას ხელმძღვანელობის მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ სხვა დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი: ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი, ელექტრო მატარებელი (ტრენო) იმუშავებს ჩვეულებრივ რეჟიმში.

melano

ტესტ