fbpx
საზოგადოება

ათენი: ხანძარი ალიმოს ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში

ალიმოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ძალიან ცნობილ რესტორანში დღეს პანიკა იყო. ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა.

“ძლიერი ხმაური გავიგეთ, ეს მიწისძვრას ჰგავდა, რადგან ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა, შეიძრა. შემდეგ დავინახეთ, რომ ბუხრიდან კვამლი გამოდიოდა.

ჩვენ გარეთ გამოვედით, რადგან არ ვიცოდით, თუ  სახანძრო სწრაფად არ მოვიდოდა, რა მოხდებოდა,” აცხადებენ თვითმხილველები.

სახანძრო ბრიგადა დაფნიდან ადგილზე მალე გამოცხადდა. ისინი ნიღბებით აძვრნენ და ბუხარში ცეცხლის კერა ჩააქრეს. ამავე დროს, დანარჩენი მეხანძრეები რესტორნის სხვა ადგილებში აკონტროლებდნენ სიტუაციას.

მეხანძრეთა ინფორმაციით, 5 წუთიც რომ დაეგვიანათ, იქ აღარაფერი დარჩებოდა და მთელი რესტორანი გადაიწვებოდა.

ადგილზე 7 სახანძრო მანქანა და 20 მაშველი იყო მობილიზებული.

onalem

ტესტ