fbpx
კრიმინალი

28 წლის დამლაგებელმა ოჯახიდან 91, 000 ევრო მოიპარა – საბერძნეთის პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს!

“დაფიქრდით, თუ ვის უშვებთ სახლში. ასევე იმაზე, თუ რა რაოდენობის თანხას ინახავთ და სად დებთ მას. გირჩევთ, რომ ნაღდი ფული ბინაში არ შეინახოთ,” ასეთია საბერძნეთის პოლიციის განცხადება მას შემდეგ, რაც 28 წლის დამლაგებელს 91, 000 ევროს ქურდობა დაუმტკიცდა.

28 წლის დამლაგებელი 38 წლის ბერძენ მამაკაცს ჰყავდა დაქირავებული და ამჩნევდა, რომ მისი საძნებლიდან, სადაც დამლაგებელს შესვლის უფლებას არ აძლევდა, ფული ნელ-ნელა ქრებოდა. ის პოლიციაში მივიდა და ამის შესახებ განაცხადა. 

პოლიციის ოფიცრებმა ჩაატარეს ერთგვარი ოპერაცია და ქალს აღმოუჩინეს 1,000 ევრო, რომელიც ზუსტად იმ ბანკნოტებისგან შედგებოდა, რომელიც მის დამსაქმებელს ჰქონდა შენახული.

ქალი ფაქტზე დააკავეს და მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. ბოდიში მოიხადა ასევე პროკურორის წინაშეც.

საბერძნეთის პოლიცია კი მოსახლეობას, რომელიც დამლაგებლებსა და დამხმარეებს იქირავებს, ურჩევს, კარგად გააანალიზონ თუ ვის უშვებენ სახლებში.

დაკავებული დამლაგებელი ქალი ბერძენია, წარმოშობით სერესიდან.

onalem

ტესტ