fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

1 იანვრიდან საბერძნეთში ქირას სახელმწიფო დაფარავს – ვის რამდენი ეკუთვნის?!

ტელეკომპანია ANT-ზე გამოქვეყნდა საბოლოო კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც საბერძნეთის მთავრობა მოსახლეობას, რომელიც ქირით ცხოვრობს ან სესხი აქვს, გარკვეულ თანხას ჩაურიცხავს. აღსანიშნავია, რომ თანხების გაცემა 1 იანვრიდან დაიწყება.

ოჯახები, რომლებიც ქირით ცხოვრობენ, მიიღებენ 70 ევროდან 210 ევრომდე დანამატს. მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს შემოსავლები და ქონება.

  • ერთწევრიანი ოჯახი, თვეში, მაქსიმუმ 70 ევროს მიიღებს
  • ოჯახი, სადაც 2 ზრდასრული წევრია – 105 ევრო/თვეში
  • 3 წევრიანი ოჯახი ან ოჯახი, სადაც 1 მშობელი და 1 არასრულწლოვანია: 140 ევრო/თვეში
  • 4 წევრიანი ოჯახი ან ოჯახი, სადაც 1 მშობელი და 2 არასრულწლოვანია: 175 ევრო/თვეში
  • 4 წევრიანი ოჯახი ან ოჯახი, სადაც 1 მშობელი და 3 არასრულწლოვანია: 210 ევრო/თვეში.

    იმისათვის, რომ გაარკვიოთ გეკუთვნით თუ არა აღნიშნული სახის დახმარება, მიმართეთ ბუღალტერს.

onalem

ტესტ