fbpx
საბერძნეთი

ზომების მოხსნის მესამე ეტაპი საბერძნეთში – რა იცვლება დღეს?!

დღეს საბერძნეთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა – ზომების მოხსნის მესამე ეტაპი. დღეიდან მუშაობას იწყებს და იხსნება დამატებით რამდენიმე დაწესებულება, საზოგადოებას კი ახალი წესების გათვალისწინება მოუწევს. კერძოდ, რა იცვლება 18 მაისიდან?!

დღეიდან იხსნება დიდი სავაჭრო ცენტრები, მოლები. მთავრობის მიერ დაწესებული კანონის მიხედვით, ყოველი მოქალაქე ვალდებულია, რომ აღნიშნულ სავაჭრო ცენტრებში ატაროს ნიღაბი!

ასევე, დღეიდან საბერძნეთის მასშტაბით იხსნება არქეოლოგიური ტერიტორიები და აკროპოლი.

დღეს სკოლაში ბრუნდებიან საშუალო კლასების მოსწავლეები. მათ მოუწოდებენ დაიცვან ჰიგიენის მკაცრი წესები, საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის მოსაფრთხილებლად.

18 მაისიდან იხსნება ბოტანიკური ბაღები და ზოოპარკები.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომდევნო კვირიდან, 25 მაისიდან, მუშაობას იწყებენ კაფე-ბარები, ტავერნები და რესტორნები. 

 

onalem

ტესტ