fbpx
საბერძნეთი

წვიმა და ძლიერი ქარი დღეს – გაუარესებულმა ამინდმა პრობლემები უკვე შექმნა

საბერძნეთში გაუარესებულმა ამინდმა რამდენიმე რეგიონში პრობლემები უკვე შექმნა. მესოლოგის ტერიტორიაზე, უხვი ნალექის მოსვლის გამო, დატბორილია სახლები და მაღაზიები. სამაშველო სამსახურში განხორციელდა ზარები, ადამიანების გამოყვანის თხოვნით.

დღეს ატიკის რეგიონში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, პერიოდული წვიმა, თუმცა, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, გვიან ღამის საათებიდან წვიმა შეწყდება.

ჰაერის ტემპერატურა 10-დან 16-18 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, აქაც მოსალოდნელია ღრუბლიანობა, თუმცა, დილის შემდეგ წვიმას სინოპტიკოსები აღარ გვპირდებიან. ჰაერი 7-დან 14-15 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ