fbpx
საბერძნეთი

უკრაინელი დემონსტრანტი, რომელიც სინდაღმაზე 26 თებერვლის შემდეგ ერთკაციან აქციებს მართავს

იური ვიშნიევსკი უკრაინელი მამაკაცია, რომელიც რუსეთის მის სამშობლოში შეჭრის შემდეგ სინდაღმის ცენტრში აქციებს მართავს და არ ინტერესდება იმით, თუ რამდენი ადამიანი დგას მის გარშემო. ვიშნიევსკი სრულიად მარტო მართავს აქციებს 26 თებერვლის შემდეგ და არ აპირებს, რომ გაჩერდეს.

“ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება, სავსე ლურჯი და ყვითელი ფერებით,” ამბობს ის. ბატონი იური საბერძნეთში 1999 წლიდან ცხოვრობს, ბერძნულად არაჩვეულებრივად საუბრობს და თავდაპირველად დედის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო ეწვია საბერძნეთს. მანამდე წლების მანძილზე საკრუიზო გემებზე მუშაობდა და აღსანიშნავია ისიც, რომ მისი დიდი ბებია, თეკლა, ბერძენი იყო, რომელიც უკრაინელ მამაკაცზე დაქორწინდა.

“მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ვთქვი, რომ ყოველდღე გამოვიდოდი და გავაპროტესტებდი რუსეთის შეჭრას უკრაინაში, რაც უნდა მომხდარიყო,” და ამას ასრულებს კიდეც.

ცხადია ბატონ იურის უერთდებიან ხოლმე სხვა უკრაინელებიც, რომლებიც გამოდიან თავიანთ სამშობლოში მიმდინარე სისასტიკის წინააღმდეგ.

onalem

ტესტ