fbpx
საბერძნეთი

შემზარავი დეტალები პეტრალონადან: პოლიციამ დაადგინა, რომ და-ძმაზე, რომელიც მშობლებს უჩივის, 17-მა მამაკაცმა იძალადა

პეტრალონაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შოკისმომგვრელი დეტალები ვრცელდება. როგორც უკვე ცნობილია, 17 წლის ბიჭი და 22 წლის გოგო საკუთარ მამას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ხოლო დედას მისი დანაშაულების დაფარვაში.

გამოძიების ინფორმაციით, დადგენილია მინიმუმ 17 ადამიანის ვინაობა, რომლისგანაც 22 წლის გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, საკუთარი მამის გარდა. და-ძმა ამბობს, რომ მათი მამა სახლში “ძალადობის წვეულებებს” აწყობდა და ეპატიჟებოდა სხვა მამაკაცებს.

გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წელს პოლიციაში პირველი საჩივარი შევიდა ცოლ-ქმრის წინააღმდეგ, საქმის მასალები შეგროვდა, მაგრამ გამოძიება წინ არ წასულა, პროკურატურას არ გაუცია რაიმე ბრძანება და არც დაკავების ორდერი, შესაბამისად, პოლიცია არ ყოფილა იფორმირებული შემდგომი საჭირო მოქმედებების შესახებ.

საინტერესოა ისიც, თუ რატომ არ მოჰყვა გაგრძელება ასეთ მნიშვნელოვან და შოკისმომგვრელ საჩივარს. აღსანიშნავია, რომ ოჯახში კიდევ არის ერთი ბავშვი, 11 წლის, თუმცა, მასთან დაკავშირებით არ არსებობს ფაქტები, რომლებიც რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებას დაადასტურებს.

onalem

ტესტ