fbpx
მსოფლიო

უკრაინაში ჯარისკაცთა სროლას 1 ბერძენი ემსხვერპლა, ხოლო ორი მძიმედ არის დაშავებული

როგორც საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, უკრაინაში საბერძნეთის მოქალაქე დაიღუპა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი გარდაცვლილი ბერძენის შესახებ, მაგრამ შესწორებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი, ხოლო დაშავებულია საბერძნეთის ორი მოქალაქე.

როგორც ირკვევა, ორი ადამიანი აღმოსავლეთ უკრაინაში, სოფელ გრანიტნაში ემსხვერპლა უკრაინელ ჯარისკაცთა ტყვიებს. ადგილობრივი მედიაც ავრცელებს ცნობებს, რომ ერთი გარდაცვლილი ბერძენია, ხოლო მეორე უკრაინელი.

აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია Open-თან ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მილტიადის ვარვიციოტიმ და დაადასტურა, რომ დაშავებულია კიდევ ორი ბერძენი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სამინისტრომ მოუწოდა უკრაინაში მყოფ ბერძნებს, დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ სამშობლოში, მეორეს მხრივ კი, თავი აარიდონ შიდა მოგზაურობას.

onalem

ტესტ