fbpx
საბერძნეთი

საშობაო საჩუქარი საბერძნეთში – რა ხდება მათ შემთხვევაში, ვინც სამსახურს ტოვებს ან ათავისუფლებენ?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს დამსაქმებლებმა საჩუქარი არაუგვიანეს 21 დეკემბრამდე უნდა ჩაურიცხონ. თანხის გადაუხდელობა კანონდარღვევაა და ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია მიმართოს შრომის ინსპექციას, თუკი თანხას არ მიიღებს.

ამას გარდა, საშობაო საჩუქრის მიღების უფლება აქვთ სუბსიდირებულ უმუშევრებსაც, ანუ მათ, ვინც ΟΑΕΔ-ის პროგრამის მიხედვით დასაქმდა და მათი ხელფასის ნაწილს სახელმწიფო იხდის.

საჩუქრის (თანხის) რაოდენობა განისაზღვრება დასაქმებულთა ანაზღაურების მეთოდით და სამუშაო პერიოდით, ანუ იღებენ თანხას დღიურად თუ თვიურად, გაანგარიშების პერიოდი კი, არის 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ წელს.

ერთი თვის მთლიანი ხელფასის საჩუქრად მიღების უფლება აქვთ მათ, ვინც ოფიციალურად მუშაობს 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 25 დღის თანხა უნდა მიიღონ მათ, ვინც ხელფასს დღიურად იღებს.

რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც თანამშრომელი ან თავად ტოვებს სამსახურს 31 დეკემბრამდე, ან ხელმძღვანელობა ათავისუფლებს, მათაც აქვთ უფლება მიიღონ კანონითა და ნამუშევარი პერიოდით განსაზღვრული საჩუქარი.

აღსანიშნავია, რომ სააღდგომო საჩუქარი ეხებათ მხოლოდ მათ, ვინც მუშაობს ოფიციალურად, ანუ კონტრაქტით. დამსაქმებელი მხოლოდ ამ შემთხვევაშია ვალდებული დაგირიცხოთ შესაბამისი თანხები ანგარიშებზე.

onalem

ტესტ