fbpx
საზოგადოება

სამედიცინო სასწაული: ქალს, რომელმაც 99 წელი იცოცხლა, ორგანოები შეუსაბამო ადგილას აღმოაჩნდა

პარადოქსული მოვლენა მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც 99 წლის მერი ბედლი გარდაიცვალა. ეს არის სამედიცინო სასწაული, შემთხვევა, რომელიც, როგორც მეცნიერები ამბობენ, 22.000-ში ერთხელ ხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ მისი ორგანოები სხვა პაციენტებისთვის გადაეცათ, რომელთაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ.

ანატომიის კლასის სტუდენტებმა პირველად იხილეს, თუ როგორია შემთხვევა, როდესაც ადამიანს თითქმის ყველა ორგანო შეუსაბამო ადგილზე აქვს.

ღვიძლი, კუჭი და სხვა ორგანოები ქალს საპირისპირო ადგილებზე ჰქონდა განლაგებული. ერთადერთი ორგანო, რომელიც სწორ ადგილზე იყო, გულია.

ექიმები გაოცებულები იყვნენ, როდესაც ორგანოების ამოსაღებად გაკვეთა დაიწყეს. ასევე გასაოცარია, რომ ქალმა 99 წელი იცოცხლა და თანაც ისე, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები თითქმის არასოდეს აწუხებდა.

მან ხუთი შვილი გაზარდა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევებში ადამიანებს გულის სერიოზული პრობლემები უვითარდებათ, რაც გარდაცვალებასაც კი იწვევს ადრეულ ასაკში. სწორედ ამიტომ უწოდებენ მოვლენას სამედიცინო სასწაულს.

onalem

ტესტ