fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ვერტმფრენის კატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ოფიციალური ინფორმაციით, საბერძნეთის სასაზღვრო პატრულის ვერტმფრენის ჩამოვარდნისას 4 ოფიცერი გარდაიცვალა, ხოლო ერთი სერიოზულად დაშავდა.

ინციდენტი 19 აპრილს ქალაქ ელასონას ჩრდილოეთით მოხდა, ათენიდან დაახლოებით 450 კილომეტრის მოშორებით.

არმიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ  Huey UH-1H ვერტმფრენი რუტინულ სასაზღვრო-მაკონტროლირებელ ფრენას ახორციელებდა.

დასტურდება ინფორმაცია 4 გარდაცვლილის შესახებ, თუმცა მათი ვინაობა ანონიმური რჩება.

ლარისადან გამავალი ვერტმფრენის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც არმიამ ეკპაჟთან კონტაქტი დაკარგა.

onalem

ტესტ