fbpx
საზოგადოება

რა გველის ხვალ საბერძნეთში და რომელ რეგიონებში უნდა იყოს მოსახლეობა ფრთხილად?!

კლიმატურმა ფენომენმა, “გირიონის” საბერძნეთში მძიმე კვალი დატოვა. დატბორა სახლები, წააქცია ხეები, გადაკეტა გზები და უამრავი ადამიანი ქუჩაში დატოვა. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იტყობინება იმ რეგიონების შესახებ, სადაც მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე ხვალისთვის უნდა გამოიჩინოს.

სამშაბათს, 26 ნოემბერს, ძლიერი წვიმა მოსალოდნელია ძირითადად ცენტრალურ მაკედონიაში, აღმოსავლეთ სტერეაში, იონიის სამხრეთით მდებარე კუნძულებზე, ჩრდილოეთ პელოპონისოსა და კრეტაზე. 

დანარჩენ რეგიონებსა და ატიკაში ფენომენი შესუსტებულია, თუმცა, ხვალინდელ დღემდე მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა და პერიოდული სუსტი წვიმა.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, კინეტაში წყალმოვარდნის გამო 44 წლის მამაკაცია გაუჩინარებული.

onalem

ტესტ