fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი: 2021 წელს პენსიებისთვის გამოყოფილი თანხა 5,7 მილიარდით შემცირდება

საბერძნეთის მთავრობის მიერ მიღებული საშუალოვადიანი ფინანსური გეგმის მიხედვით, ოთხი წლის შემდეგ, ქვეყანაში საშუალო პენსია 620 ევრო იქნება, ხოლო დამატებითი პენსიის საშუალო რაოდენობა 144 ევრო.

გაზეთ ”Financial Times”-ში უკვე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ადამიანები, 65 წელს ზემოთ, საბერძნეთში ბევრად უარესად ცხოვრობენ, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. მათ წლიური შემოსავალი მხოლოდ 9,000 ევრო აქვთ, როცა იგივე მაჩვენებელი ევროზონის მასშტაბით 20,000 ევროს შეადგენს.

2017 წელს, პენსიონერთა 43%-მა უკვე მიიღო 660 ევროზე ნაკლები. ეს უპრეცედენტო ზეწოლაა ოჯახებსა და კონკრეტულ პირებზე, ხოლო ახალი მონაცემები იმედისმომცემი ნამდვილად არ არის.

მთავრობამ კრედიტორებთან პირობა დადო, რომ 2021 წლისათვის საპენსიო ხარჯებს 3,1 მილიარდი ევროთი შეამცირებდნენ, თუმცა ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ პენსიებისთვის გამოყოფილი თანხები 5,7 მილიარდით შემცირდება.

onalem

ტესტ