fbpx
კრიმინალი

ომონიაზე, მენანდრუს ქუჩაზე სიგარეტის გამყიდველ 5 ბანგლადეშელს 100.000 ევრო აღმოუჩინეს – გაოგნებული პოლიციელები

საბერძნეთის პოლიცია გაოგნებას ვერ მალავდა, როდესაც 5 ბანგლადეშელს, რომელიც ათენის ცენტრში, ომონიაზე დააკავეს, სახლებში 100.000 ევრო აღმოუჩინეს.

ირკვევა, რომ ბანგლადეშის 5 მოქალაქე მენანდრუს ქუჩაზე მინიმარკეტს ფლობდა, პოლიციამ ისინი კონტრაბანდული სიგარეტის გაყიდვის ბრალდებით დააკავა. როცა მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ოფიცრებმა არც მეტი არც ნაკლები, 100.000 ევრო ამოიღეს.

ყველაზე საოცარი ის არის, რომ ხუთივე აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვთ, თუ საიდან გაჩნდა ამხელა თანხა მათ სახლებში, რადგან ძალიან ღარიბები არიან. სიგარეტთან დაკავშირებით ამბობენ, რომ იმისთვის ჰქონდათ, რომ თავად მოეწიათ და არ ყიდდნენ.

დაკავებული ბანგლადეშელების ასაკი 42, 39, 27 და 26 წელია. მათი ქმედებების შესახებ პოლიციაში ქალბატონმა განაცხადა, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურს. მისი საჩივრის მიხედვით, ბანგლადეშელის სახლში, რომელიც მის მეზობლად მდებარეობს, სხვადასხვა უკანონო საქმიანობას ჰქონდა ადგილი, საიდანაც დიდი რაოდენობის თანხებს იღებდა.

პოლიციამ სპეციალური ოპერაციის ჩატარების შედეგად მათი გაშიფვრა მოახერხა და ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, თუ როგორ მოახერხეს მათ 100.000 ევროს “გამომუშავება”.

 

onalem

ტესტ