fbpx
საზოგადოება

“მაღაზიები და კაფეები არ უნდა გაიხსნას” – რა ვითარება იქნება საბერძნეთში ზაფხულში და როდემდე გასტანს არსებული კარანტინი?!

სოციალური და პროფილაქტიკური მედიცინის პროფესორი, იოანის ტუდასი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ საბერძნეთში ზაფხულისთვის კარგი ეპიდმდგომარეობა იქნება.

“ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ გვაქვს ვაქცინაციის სისტემა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. ამ დროისთვის ერთადერთ პრობლემად რჩება ვაქცინების რაოდენობა. მსოფლიოში პანდემია ნელ-ნელა უკან იხევს, ფიქსირდება 10%-იანი შემცირება.

უნდა აღვნიშნო, რომ სიკვდილიანობასა და მართვით სუნთქვაზე მყოფ ადამიანთა რაოდენობის ურთიერთმიმართებაც იცვლება. ბოლო პერიოდში სიკვდილიანობამ საგრძნობლად იკლო, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გადამდებიანობა გაიზარდა.

მე მჯერა, რომ მარტიდან დავიწყებთ პანდემიის დამარცხების პროცესს და ზაფხულში ვიქნებით ძალიან კარგ მდგომარეობაში.

ვფიქრობ, რომ მომავალი კვირის შემდეგ ძნელი იქნება რაიმე დაწესებულებების გახსნა, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც კვებავს პანდემიას ინფიცირების შემთხვევებით. არ უნდა გაიხსნას სკოლები, მაღაზიები, ცხადია, არც კაფეებისა და ტავერნების. ამ ყველაფერს დიდი ყურადღებით უნდა მივუდგეთ. შემდეგ კვირაში გვექნება დაახლოებითი სურათი, თუ რას გავაკეთებთ მარტის თვეში,” აცხადებს პროფესორი.

არსებული ვარაუდით, მკაცრი კარანტინი ატიკის რეგიონში 28 თებერვალს არ დასრულდება.

onalem

ტესტ