fbpx
პოლიტიკა

“ვითხოვე დენის გადასახადის შემცირება თებერვალში” – რაზე საუბრობს კირიაკოს მიცოტაკი?!

კირიაკოს მიცოტაკიმ, კოლეგებთან ერთად, ონლაინ შეხვედრის დროს ისაუბრა ატიკის რეგიონში უწყვეტი თოვის გამო გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ელექტრო ენერგიის მომმარაგებელი კომპანიის ხელმძღვანელობისგან ითხოვა, რომ თებერვლის თვის გადასახადი შეუმცირდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაუარესებული ამინდის გამო დაზარალდნენ და დენის გარეშე დარჩნენ.

“მინდა მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის იმ ადამიანებს, რომელთაც უამინდობამ პრობლემები შეუქმნა. ვფიქრობ, რომ დღის ბოლომდე ყველანაირი სირთულე აღმოიფხვრება და შეკეთდება დაზიანებები.

მე უკვე დავუკავშირდი DEH-ს ხელმძრვანელობას და ვითხოვე, რომ თებერვლის თვის გადასახადი შეუმცირდეთ იმ მოსახლეებს, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ. ეს იქნება ერთგვარი კომპენსაცია მათი ტანჯვისთვის. კომპანიის მხრიდან, გადაწყვეტილებების შესახებ, უახლოეს მომავალში გვეცოდინება,” აცხადებს მიცოტაკი.

ამრიგად, მოსახლეობის ნაწილს, რომელიც ცხოვრობს იმ ტერიტორიებზე, სადაც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ელექტრო ენერგიის პრობლემა ფიქსირდება, თებერვლის თვეში შესაძლოა გადასახადი შეუმცირდეს.

onalem

ტესტ