fbpx
საზოგადოება

რაფინაში ხანძრის დროს ქართველმა მამაკაცმა მოხუცი გადაარჩინა!

“არ იკადრა ხანძარში მოხუცის მიტოვება ქართველმა.”

სოციალური ქსელის მომხმარებელი ირინა კეშელავა საბერძნეთის ტრაგედიას ეხმიანება და საზოგადოებას ჩვენი დროის გმირის შესახებ ამცნობს:

“დათო გეჯაძე – გმადლობ დათო!
გასულ შაბათს ათენის მახლობლად, რაფინაში, დატრიალებულდა საუკუნის ტრაგედია.
ხანძარმა შეიწირა ათეულ ადამიანთა სიცოცხლე,ვინც გადარჩა,მათ ჯოჯოხეთი გამოიარეს….
დათო ამ ჯოჯოხეთს რაფინაში დაუპირისპირდა.
ბერძნების ოჯახის დიასახლისმა,მისმა შვილმა ცოლ-შვილით ,სახლის გარშემო გაჩენილ ხანძრისაგად თავის გადარჩენა გაქცევით სცადეს.
სახლში კიდევ ავადმყოფი ხანდაზმული ბაბუა იყო,რომელიც ბუნებრივია, ვერ გაიქცეოდა.
დათოსაც შეეძლო გაქცევით ეშველა თავისთვის,მაგრამ არ იკადრა მოხუცის მიტოვება ქართველმა.
დარჩა მასთან ერთად და მთელი ღამე, შიშველი ხელებით, მხოლოდ წყლის ჭავლით იბრძოდა საკუთარი, მოხუცის სიცოცხლის და ბუნებრივია სახლის გადასარჩენად.
ჩემთვის დათო ჩვენი დროის გმირია
ტყუილია,გმირებად არ იბადებიან,გმირები ხდებიანო….
დათოსთვის ეს არ იყო პირველი შემთხვევა…..
2007 წელს თითქმის იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა. პარნიტაში გაჩენილი ხანძრის გამო. არც, მაშინ მიატოვა დასაღუპად განწირული ქალბატონი. ხელში აყვანილი ატარა და როცა სამშვიდობოს გაიყვანა,სახლს მიუბრუნდა და დაწვას გადაარჩინა.
დიახ,გმირებად იბადებიან.
ბევრჯერ მიწვნევია სირცხვილი ემიგრანტ ქართველთა უსაქციელობას გამო.
დღეს ,მე დათოს საქციელით მეამაყება ქართველობა.
მეამაყება ,რომ მე ვიცნობ ამ არაჩვეულებრივად თავმდაბალ ადამიანს…..
მისი თავდამბლობის გამო,
მინდოდა თქვენთვის გამეცნო იგი….
მადლობა დათო!
გენაცვალე მაგ ნაოპერაციებ გულში!“ _ წერს ირინა კეშელავა.

 

წყარო: ww.alia.ge

onalem

ტესტ