fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ვერ შესრულებული რეისი – კვამლით სავსე კაბინები და პანიკა ბოინგ 737-ის ბორტზე

ვრცელდება კადრები Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტიდან, სადაც კაბინები კვამლით არის სავსე, ხოლო მგზავრები სრულ პანიკაში არიან. რეისი, ბუქარესტი-სტანსტედი, ვერ შესრულდა, რადგან პილოტი იძულებული გახდა ოტოპენში დაშვებულიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, რეისი სამშაბათს უნდა შესრულებულიყო. როცა ხომალდმა 5.000 მეტრს მიაღწია კაბინებში კონდენციონერებიდან კვამლის გამოსვლა დაიწყო და მგზავრები ვეღარაფერს ხედავდნენ. პარალელურად, როგორც ისინი ამბობენ, არ ჩამოუშვეს არც ჟანგბადის ნიღბები, რის გამოც სუნთქვაც კი არ შეეძლოთ და შარფებს იფარებდნენ, რათა არ დამხრჩვალიყვნენ.

“ეს იყო საშინელი გამოცდილება. მთელმა ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ გამიარა,” ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს იყო “მცირე” ტექნიკური პრობლემა, როდესაც კონდენციონერებში გაჟონა სითხემ, შედეგად კი წარმოიქმნა კვამლი, რომელიც კაბინებში გამოვიდა.

მგზავრთაგან 29 მათგანმა სხვა თვითმფრინავით გაფრენაზე უარი განაცხადა, რადგან მათ მიერ გამოცდილი შოკი და შიში წარმოუდგენლად ძლიერი იყო.

onalem

ტესტ