fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, დარეჯან მუმლაძეს შეხვდა

მიმდინარე წლის 23 იანვარს, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ნიკოს დენდიასის ინიციატივით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის გაცნობითი შეხვედრა საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ქალბატონ დარეჯან მუმლაძესთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე აქტუალურ თემებს და ორმხრივ ურთიერთობებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის შეუთანხმებელი საკითხები არ არსებობს და ურთიერთობები ვითარდება დინამიურად. ასევე გამოითქვა იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით უფრო მეტად გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის არსებული საკმაოდ ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

onalem

ტესტ