fbpx
საზოგადოება

განგაში ათენის აეროპორტში ჩინელი ავადმყოფი გოგონას გამო – ვარაუდობდნენ, რომ მას კორონა ვირუსი ჰქონდა

ათენის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. საქმე ეხება პატარა გოგონას, ჩინელების ოჯახიდან, რომელიც ავად იყო და გაჩნდა ეჭვი, რომ მას შესაძლოა ქვეყანაში შემოეტანა კორონა ვირუსი, რომელიც ამ დროის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ეპიდემიაა და მკურნალობის მეთოდი არ არსებობს.

როგორც ირკვევა, მოხდა გოგონას იზოლირება და პროტოკოლის დაცვით, ის საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.

საბოლოოდ გაირკვა, რომ მცირეწლოვანს B ტიპის გრიპი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ უცნობ ეპიდემიას ჩინეთში უკვე 20-მდე მსხვერპლი ჰყავს.

onalem

ტესტ