fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ისევ… თამთა ბერძნული X-Factor-ის ჟიურიში!

Newsit-ის ჟურნალისტის, გრიგორი მელას ინფორმაციით, თამთა 2019 წლის ბერძნული X-Factor-ის ჟიურში ერთ-ერთ სკამს დაიკავებს. მუსიკალური შოუ ამჯერად OPEN TV-ზე გავა და მისი წამყვანი, ამჟამინდელი ინფორმაციით, დესპინა ვანდი იქნება.

უკვე მე-6 წელია, რაც აღნიშნული პროექტი საბერძნეთში ხორციელდება და ტელეკომპანიებზე ANT1-სა და SKAI-ზე გადიოდა. ახლა კი OPEN TV-ზე ვიხილავთ. ჩაწერები თებერვლიდან დაიწყება, ხოლო სატელევიზიო ჩვენება მარტისთვისაა დაგეგმილი.

OPEN TV-ს წარმომადგენლები, თამთას მენეჯერებთან ერთად, ცდილობენ იპოვონ გამოსავალი, რადგან, როგორც უკვე ვიცით, თამთა 2019 წელს ევროვიზიაზე კვიპროსს წარადგენს, რის გამოც ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს.

მიუხედავად ამისა, მელასი წერს, რომ ისინი რეჟიმის დარეგულირებას შეძლებენ და თამთა ევროვიზიაზეც ღირსეულად წარსდგება და პროექტის ჟიურიში უკვე მესამედ დაიკავებს საპატიო ადგილს.

 

onalem

ტესტ