fbpx
საზოგადოება

-17 გრადუსი საბერძნეთში – დღეს ატიკის რეგიონშიც თოვლია მოსალოდნელი!

ფენომენი “სოფია” სუსტდება და ნელ-ნელა ქვეყანას ტოვებს, თუმცა, საბერძნეთის მასშტაბით მომდევნო რამდენიმე საათის მანძილზე კვლავ დაბალი ტემპერატურა და თოვლია მოსალოდნელი.

განსაკუთრებით დაზარალდა ჩრდილოეთ საბერძნეთი, აღმოსავლეთ მაკედონია და თრაკი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა დრამაში, კერძოდ, ნევროკოპიში, -17 გრადუსი, ორესტიადაში -9 რადუსი.

გრევენაში -10 გრადუსია, ხოლო ფლორინასა და პტოლემაიდაში -9 გრადუსი.

თესალონიკში ტემპერატურა 0 გრადუსია, იმატებს ღრუბლიანობა და მოსალოდნელია მცირე პერიოდული თოვა.

სინოპტიკოს იანის კალიანოს ინფორმაციით, დღეს ითოვებს ატიკის რეგიონშიც, არა მხოლოდ მაღლობ, არამედ დაბლობ ტერიტორიებზეც.

onalem

ტესტ