fbpx
საზოგადოება

დღევანდელი ამინდის პროგნოზი – სად იწვიმებს საბერძნეთში?!

ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში დღეს ღრუბლიანობა და პერიოდული წვიმებია მოსალოდნელი. ჩრდილოეთ ნაწილში ჰაერი 15-დან 27 გრადუსამდე გათბება, ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში 18-დან 30 გრადუსამდეა მოსალოდნელი, დასავლეთში 15-დან 29 გრადუსამდე, კრეტაზე კი 20-დან 28 გრადუსამდეა ნავარაუდევი.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა შუადღის საათებში. რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში ფენომენი განსაკუთრებით ინტენსიური იქნება.

ათენის ცენტრში ჰაერის ტემპერატურა 18-დან 26 გრადუსამდე იმერყევებს.

თესალონიკში ასევე მოსალოდნელია წვიმა და ჭექა-ქუხილი. საღამოს საათებში შეზღუდული იქნება ხილვადობა.

ტემპერატურა 16-დან 23 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

onalem

ტესტ