fbpx
საბუთები

საბერძნეთი: ამიერიდან ΚΕΠ-ში ΑΜΚΑ-ს აღება ისევ შესაძლებელი ხდება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 9 ოქტომბრიდან მოქალაქეებს AMKA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე კვლავ შეეძლებათ მიაკითხონ სამოქალაქო მომსახურების ცენტრს, იგივე ΚΕΠ-ს.

როგორც ცნობილია, AMKA-ს მოდიფიცირების შესაძლებლობა სამოქალაქო მომსახურების ცენტრში მარეგულირებელი ჩარჩოს გამო შეწყდა და მოქალაქეებისთვის ამ ყველაფერმა დიდი პრობლემები შექმნა.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, მკაფიო და სამართლიანი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, AMKA-ს მარტივად გასაცემად. ყველა ადამიანს, ვინც ცხოვრობს და მუშაობს ჩვენს ქვეყანაში ამის გაკეთება იოლად უნდა შეეძლოს,” განაცხადა შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, იანის ვრუცისმა.

 

 

onalem

ტესტ