fbpx
საზოგადოება

დედისგან ფული მოიპარა, შემდეგ კი მილიონერი გახდა!

37 წლის კვიპროსელმა მამაკაცმა, რომელიც ინგლისში გაიზარდა, თავისი ბიზნესი 17 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც დედასთან ერთად ცხოვრობდა. იდეა სწორედ ამ ასაკში დაებადა, თუმცა, მისი განხორციელებისთვის ფული არ ჰქონდა.

როგორც BBC იუწყება, კვიპროსელი და მისი მეგობარი მიხვდნენ, რომ საკუთარი პროგრამის შექმნა შეეძლოთ, რისთვისაც სწრაფი ინტერნეტი ესაჭიროებოდათ. ეს ყველაფერი კი იმ დროს 30.000 გირვანქა სტერლინგი ღირდა, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა 17 წლის ბიჭებისთვის.

ამის გამო მან გადაწყვეტილება მიიღო და დედის საკრედიტო ბარათიდან თანხა მოიპარა. დარწმუნებული იყო, რომ იმდენი მოგება ექნებოდა, დედას ფულსაც დაუბრუნებდა და ბევრად მეტი დარჩებოდა.

ქალმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და უცებ მისი ანგარიშიდან 30.000 ფუნტი გაქრა.

გავრცელებული ინფორმაციით, იდეამ გაამართლა და მან შვილს შეცდომა აპატია. მის მიერ გამომუშავებული თანხა მილიონს აღემატებოდა.

BBC ასევე წერს, რომ მან საკუთარი კომპანია 9 წლის შემდეგ 61.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდა, ხოლო 26 წლის ასაკში მისი შემოსავალი მინიმუმ 4 მილიონი იყო.

 

onalem

ტესტ