fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ჩვენს თანამშრომლებს 9 საათი არასოდეს უმუშავიათ” – თავდასხმა დიდ ბერძნულ მაღაზიაზე

“ყველა თანამშრომელი Leroy Merlin-ში მხოლოდ 8 საათი მუშაობს. მათთვის არასოდეს უთხოვიათ ხელი მოეწერათ 9 საათიან კონტრაქტზე,” აცხადებს ერთ-ერთი დიდი ბერძნული მაღაზიის ხელმძღვანელობა. მაღაზიაზე თავდასხმა ორჯერ განხორციელდა, ერთი 2018 წლის ივლისში, ხოლო მეორე, გუშინ, 17 თებერვალს.

თავდასხმა უკავშირდება პროტესტს, რომლის მიხედვითაც, Leroy Merlin-ში დასაქმებული პირები 9 საათს მუშაობენ.

ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და თანამშრომლები მხოლოდ 8 საათი მუშაობენ, ასევე მათზეა დამოკიდებული სამუშაო გრაფიკის არჩევა.

LEROY MERLIN-ში 1.100-მდე ადამიანია დასაქმებული და საბერძნეთში 2005 წლიდან მუშაობს. 2018 წელს ქვეყნის მასშტაბით 6 მაღაზია გაიხსნა, ხოლო 2019 წელს კიდევ ერთი დაემატა.

ცნობილია, რომ LEROY MERLIN არასოდეს არღვევს კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს მუშაობის პროცესში.

onalem

ტესტ